loader

"სკოლას და ბაღს მიეწოდება ეს წყალი და ღმერთმა იცის, ბავშვების ორგანიზმში რა ხვდება" - საგანგაში კადრები ომალოდან სოციალურ ქსელში ვრცელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სკოლას და ბაღს მიეწოდება ეს წყალი და ღმერთმა იცის, ბავშვების ორგანიზმში რა ხვდება" - საგანგაში კადრები ომალოდან სოციალურ ქსელში ვრცელდება

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ავტორის მტკიცებით, ჩანს სახმელად უვარგისი, უხარისხო წყალი, რომლითაც ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას ამარაგებს.

"ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია ფულს იმაში იღებთ, რომ ასეთი სასმელი წყლით მოგვამარაგოთ?! სკოლას და ბაღს მიეწოდება ეს წყალი და ღმერთმა იცის ბავშვების ორგანიზმში რა ხვდება.

ომალოს მოსახლეობა სულ იდგა ამ პრობლემის წინაშე. წყლის სათავე ნაგებობები არაფრად ვარგა და სჭირდება სრული რეაბილიტაცია.(ვიდეო კომენტარებში ნახეთ)

რა გავაკეთოთ, რომ ყურადღება მოგვაქციოთ? წყალს მიაქვს ხეობა და ნორმალური წყალი ვერ გვეღირსა!" - წერს ისლამ გორგიშვილი სოციალურ ქსელში.