loader

როგორ ეხმაურება ნანუკა ჟორჟოლიანი "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ირაკლი იმნაიშვილის დანიშვნას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ეხმაურება ნანუკა ჟორჟოლიანი "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ირაკლი იმნაიშვილის დანიშვნას

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ირაკლი იმნაიშვილის დანიშვნას აფასებს და მის მიმართ სოციალურ ქსელში გამოთქმულ შეფასებებს ეხმაურება. ტელეწამყვანი მიიჩნევს, რომ ახალ კანდიდატურას მანამდე არანაირი ბმა არ ჰქონია ამ არხთან, ამიტომაც მისთვის გაუგებარია, ირაკლი იმნაიშვილს რატომ არ უნდა მიეღო ეს შეთავაზება.

ნანუკას შეფასებით, იმნაიშვილი ყოველთვის მწყობრი იყო თავის გადაწყვეტილებებში.

"რატომ უნდა დააბულინგონ ირაკლი? ყოველთვის მწყობრი იყო მის პოზიციებში. არაპროფესიონალიაო, ვერ იტყვიან. არანაირი მორალური ბმა მაგ არხთან არ ჰქონია და რატომ არ უნდა მიეღო ეს წინადადება. ურთულესი მემკვიდრეობა დაახვედრეს და იმედია, თავს გაართმევს", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ნანუკამ ეს განმარტება ჟურნალისტ გიორგი კალანდიას სტატუსის საპასუხოდ დაწერა. კალანდიამ ამ თემას ვრცელი პოსტი მიუძღვნა.