loader

"დაიწყო განსაცდელი, ისეთი აურზაური გვქონდა..." - ვისზე წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაიწყო განსაცდელი, ისეთი აურზაური გვქონდა..." - ვისზე წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში?

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში შვილიშვილზე, 3 წლის თინათინზე წერს: "დღეს თინამ მოიტყორცნა კონსორციუმის გადაწყვეტილებით მომზადებული ტანსაცმელი, რომლითაც ბაღში უნდა წასულიყო და თავისი გემოვნებით გადაწყვიტა ჩაცმა. ჰოი, ჩემო და ყველა სხვისი რელიგიის ღმერთებო, დაიწყო-მეთქი განსაცდელი, გავიფიქრე, მაგრამ ხელს როგორ შევუშლიდი.

ფსიქოლოგიის წიგნებიდან რაც მისწავლია და მერე სხვისთვის რაც მისწავლებია, ნება არ დათრგუნოთ ბავშვში-მეთქი, თავად ხომ არ დავარღვევდი ოქროს წესებს. ჩაიცვა, მაგრამ რა ჩაიცვა, ისე გამოეწყო, გეგონებოდა, ესთეტიკის პროფესიონალი დედანი და მამანი იღებდნენ მონაწილეობას მის გამოწყობაში. ისეთი აურზაური გვქონდა, სანამ გაეტეოდა მამამისთან ერთად სახლიდან, ფოტო ვერ გადავიღე. სიტყვაზე მენდეთ, ულამაზესი წაბრძანდა".