loader

გურიაში უფასო იურიდიული დახმარების ყველა სერვისი ხელმისაწვდომი გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გურიაში უფასო იურიდიული დახმარების ყველა სერვისი ხელმისაწვდომი გახდა

სექტემბრიდან გურიის მცხოვრებლები უფასო იურიდიულ მომსახურებას იურიდიული დახმარების სამსახურის ახლადგახსნილ ბიუროში მიიღებენ. 2008 წლიდან ადგილობრივებს იურიდიულ კონსულტაციას ოზურგეთის საკონსულტაციო ცენტრი უწევდა. ბენეფიციარების მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, იურიდიული დახმარების სამსახურმა გურიაში ბიუროს გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდება სახელმწიფო მიერ უზრუნველყოფილი, უფასო სამართლებრივი დახმარების ყველა სერვისი.

ბიუროს თანამშრომლები ადგილობრივებს გაუწევენ ისეთ დახმარებას, როგორიცაა: იურიდიული კონსულტაცია ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა, საადვოკატო მომსახურება და წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში - კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გახსნის ცერემონიაზე მოსულ ადგილობრივებს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა ოზურგეთის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იამზე მემარნიშვილი წარუდგინა.