loader

თუ მოსამართლე ვერ ხედავს პრობლემებს, რაც სააკაშვილის დროს იყო, თუ არც ბოდიშს იხდის, ასეთი მოსამართლის გამწესება საზოგადოებისთვის ლახვრის ჩაცემაა - ეკა ბესელია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თუ მოსამართლე ვერ ხედავს პრობლემებს, რაც სააკაშვილის დროს იყო, თუ არც ბოდიშს იხდის, ასეთი მოსამართლის გამწესება საზოგადოებისთვის ლახვრის ჩაცემაა - ეკა ბესელია

კრიტიკას ვერ უძლებს სასამართლოს იმ წარმომადგენლების პოზიცია, რომლებიც საუბრობენ, რომ სასამართლო იმ პერიოდშიც კარგი იყო და დღესაც კარგია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს იურიდიული კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

დეპუტატის თქმით, კანდიდატ მერაბ გაბინაშვილის მიმართ მისი კითხვები შეეხება როგორც გასული წლის დეკემბრის 10-კაციან სიას, ისე სააკაშვილის პერიოდში არსებულ სასამართლო ხელისუფლებას.