loader

#ქალაქიხასიათით - ასე ჰქვია შემოქმედებით კონკურსს, რომელიც სულ მალე აიღებს სტარტს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

#ქალაქიხასიათით - ასე ჰქვია შემოქმედებით კონკურსს, რომელიც სულ მალე აიღებს სტარტს

პროექტის #ქალაქიხასიათით მიზანია, კონკურსანტმა წარმოაჩინოს საქართველოს სხვადასხვა კუთხე თავისი ინდივიდუალიზმითა და ხასიათით, მათივე დახმარებით, ვისთვისაც ესა თუ ის მხარე მშობლიურია, რადგან მხოლოდ ადგილობრივ მკვიდრს ან მასთან ემოციურ კავშირში მყოფ ადამიანს შეუძლია იგრძნოს, გადმოგვცეს და დაგვანახოს ქალაქის ხასიათი განსხვავებული მხრიდან.

კონკურსის თემატიკა შეზღუდული არ არის. აუცილებელი პირობაა, ჩანდეს კავშირი ავტორსა და შერჩეულ ქალაქს შორის. ნამუშევრის შესაფასებლად, მნიშვნელოვანია: გადაღების ხარისხი, სრულყოფილი სიუჟეტი და ინდივიდუალიზმი ხედვაში. კონკურსი 2 კატეგორიაში გაიმართება: "მოყვარული" და "პროფესიონალი". გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური ნოემბერში გამოავლენს, რომელთა შორისაა რეჟისორი თინა ყაჯრიშვილი, The Movement TV-ის დამფუძნებელი ანანო ბაკურაძე, live branding-ის დამფუძნებელი ალექს ჩიქოვანი, ოპერატორი მინდია ესაძე, Palitravideo.ge-ს რედაქტორი გიორგი გიორგაშვილი, ფოტოხელოვანი მარი ნაკანი. გამარჯვებულები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.

პროექტის ორგანიზატორია კომპანია "IDS ბორჯომი თბილისი" და ის დაფუძნებულია "ბორჯომის" 2019 წლის საკომუნიკაციო პლატფორმაზე - შენ გაქვს ხასიათი! ხასიათს ვერ დამალავ!