loader

რა გახმაურებული საქმეები უკავშირდება შოთა ჭიჭიაშვილს - რა ვიცით უკრაინაში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა გახმაურებული საქმეები უკავშირდება შოთა ჭიჭიაშვილს - რა ვიცით უკრაინაში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის შესახებ

საქართველოში პირველ ტერორისტად აღიარებული შოთა ჭაჭიაშვილმა უკრაინული მედიის ცნობით, სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა.
• რაც შეეხება მის გახმაურებულს საქმეებს, დავიწყოთ ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობით. სანაია 2001 წელს მოკლეს. თუმცა, ჭაჭიაშვილის გვარი ამ პერიოდში არ გაჟღერებულა. სანაიას მკვლელობასთან ჭაჭიაშვილის კავშირი გამოიკვეთა პატიმარ კოტე ციხის მიცემული სკანდალური ინტერვიუში. პროკურატურამ ეს ფაქტი ახლად გამოვლენილ გარემოებად მიიჩნია და ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობიდან 17 წლის შემდეგ ხელახალი გამოძიება დაიწყო. ციხისთავი პირდაპირ ადებს ხელს ჭაჭიაშვილს და აცხსდებს, რომ სანაია სწორედ მან მოკლა.

• ჭიჭიაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსკოვში 2003 წლის 24 ივნისს დააპატიმრეს. ოფიციალური ინფორმაციით, მას ბრალი ადამიანის გატაცებაში, მკვლელობასა და ბანდიტიზმში ედება. პროკურატურის მტკიცებით, ჭიჭიაშვილის სახელს უკავშირდება 2000 წელს, გამოსასყიდის მიღების მიზნით, ესპანელი ბიზნესმენების - ფრანცისკო როდრიგესისა და ანტონიო ტრიმილიოს, ასევე ინგლისელი ბანკირის პიტერ შოუსა და წითელი ჯვრის თანამშრომლის გატაცების შემთხვევები.


ჭიჭიაშვილმა ციხე 2013 წლის 3 ივნისს, ამნისტიის საფუძველზე დატოვა
• შოთა ჭიჭიაშვილის სახელი ფიგურირებს დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეშიც. თარგამაძის მტკიცებით, მისი მანქანის აფეთქების უკან სწორედ ჭიჭიაშვილი დგას. თარგამაძის მანქანა 2016 წლის 4 ოქტომბერს ათონელის ქუჩაზე ააფეთქეს, თუმცა ჭაჭიაშვილი ამ ფაქტს უარყოფდა და არ გამორცხავდა რომ საქმე სასამართლომდე მივიდოდა