loader

რა ხდებოდა მეტროში საქართველო-ირლანდიის მატჩის დასრულების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა მეტროში საქართველო-ირლანდიის მატჩის დასრულების შემდეგ

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ირლანდიის მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. შეხვედრა თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართა.

შესარჩევი ციკლის მეექვსე ტურის შემდეგ, საქართველოს, ჯგუფში 5 ქულა დაუგროვდა და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის თეორიულ შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ჯგუფში ირლანდიის წინააღმდეგ მეორე მატჩი ჩაატარა. პირველ შეხვედრაში, ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი ირლანდიაში, 1:0 დამარცხდა.

მომდევნო შეხვედრას კი საქართველოს ნაკრები 15 ოქტომბერს გიბრალტარში, გიბრალტარის ეროვნულ გუნდის წინააღმდეგ გამართავს.