loader

რა ემართება ჩვენს ორგანიზმს, როდესაც ვიცინით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ემართება ჩვენს ორგანიზმს, როდესაც ვიცინით

სიცილის მნიშვნელობა და დატვირთვა ჩვენს სტრესულ გარემოსა და საუკუნეში იზრდება. ყოველდღიური სიცილი შეიძლება გახდეს ჩვენი რთული რეჟიმის შემამსუბუქებელი ფაქტორი.

მადან კატარია, ექიმი მუმბაიდან. ინდოეთი და მთელი მსოფლიო კი მას იცნობს „სიცილის გურუს“ სახელით. წლების მანძილზე მადან კატარია იკვლევდა სიცილს და მის სარგებელს ადამიანის ფსიქოლოგიასა და ჯანმრთელობაზე. დადებითი ზეგავლენის დადასტურების შემდეგ გადაწყვიტა სიცილის თერაპიების ჩატარება და 1995 წელს დააარსა სიცილის იოგა-კლუბი.

კლუბის კონცეფცია მალე გავრცელდა ამერიკაში, ევროპაში, ავსტრალიასა და აფრიკაშიც კი. ეს თემა გააშუქა "თაიმ მეგეზინმა", "ნეიშენალ ჯეოგრაფიკმა", "სი-ენ-ენმა", "ბი-ბი-სიმ". დღეს მსოფლიოს 60 ქვეყანაში 6 ათასამდე ასეთი კლუბი არსებობს. მადან კატარია მსოფლიოს ცნობილ ორგანიზაციებსა და კომპანიებში აწყობს სიცილის თერაპიებს.
სიცილის თერაპიები საქართველოშიც შეიძლება მოვიწყოთ. ჩვენც შევეცადეთ გაგვეგო, როგორია სიცილის თერაპია და მოვიწვიეთ ტრენერი ნინო შავდია.


ავტორი: გიორგი ლორია