loader

თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა: რამ გამოიწვია უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირება? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა: რამ გამოიწვია უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირება?

2019 წლის მესამე კვარტალში თბილისში ბინების გაყიდვები 11,9%-ით შემცირდა - ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" კვლევაშია აღნიშნული. თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევის მიხედვით, ჯამური რაოდენობით, შემცირებული უძრავი ქონების მოცულობამ 11.4% შეადგინა. კერძოდ, 2019 წლის მესამე კვარტალში გაიყიდა 8 ათას 204 ბინა, 2018 წლის მესამე კვარტალში კი - 9 ათას 314.

კვლევის მიხედვით, ლარის გაუფასურებამ უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა. გაყიდვებზე ასევე იმოქმედა იპოთეკური პორტფელის ზრდის შენელებამ. ამასთან, ამავე პერიოდში უძრავი ქონების ფასები დოლარში 4%-ით შემცირდა, ლარში კი პირიქით, 6,6%-ით გაიზარდა.

"თიბისი კაპიტალის" მკვლევარები ახლო მომავალში უცხოურ ვალუტაში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების გარკვეულ შემცირებას ვარაუდობენ.