loader

"გმირებს ვითარება ავლენს, ვაჟა გაფრინდაშვილი კი მოსიარულე გმირია" - რა ვიცით ოკუპანტების მიერ დაკავებულ ცნობილ ექიმზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გმირებს ვითარება ავლენს, ვაჟა გაფრინდაშვილი კი მოსიარულე გმირია" - რა ვიცით ოკუპანტების მიერ დაკავებულ ცნობილ ექიმზე

ცნობილი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 9 ნოემბერს დააკავეს. ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ოკუპანტები მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.
საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია. პრეზიდენტმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების გამო საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა, ხოლო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის მიზნით რუსეთის პატრიარქს, კირილს მიმართა, თუმცა უკვე რამდენიმე დღეა, რაც გაფრინდაშვილი ისევ დაკავებულია.

ნათქვამია, რომ პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი და სწორედ ამ იდეის გარშემო, საქართველოს მასშტაბით, რამდენიმე რეგიონში ე.წ. თეთრხალათიანთა აქცია გაიმართა. ექიმები ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ქალაქის ჰოსპიტალთან თუ უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ.
„პალიტრავიდეო“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან მდგომ თეთრხალათიანებს ესაუბრა ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ.