loader

"ყველაფერი რომ დაუბოქლომეთ, ადგნენ და კომოზე წავიდნენ ბიჭები" - მაყურებლის რეაქციები, როდესაც არჩილ თალაკვაძემ აღიარა, რომ ნამდვილად იყო იტალიაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყველაფერი რომ დაუბოქლომეთ, ადგნენ და კომოზე წავიდნენ ბიჭები" - მაყურებლის რეაქციები, როდესაც არჩილ თალაკვაძემ აღიარა, რომ ნამდვილად იყო იტალიაში

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ ოჯახთან ერთად მილანში იმყოფებოდა. თუმცა, თალაკვაძის განმარტებით, არანაირი პოლიტიკური „შატალო“ ეს არ ყოფილა, ვინაიდან მეორე დღეს სამუშაო ადგილას იმყოფებოდა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში " კვირის თემა ნანა ლეჟავასთან ერთად“ განაცხადა, აღშფოთდა, როცა მისი ოჯახური გასვლის გამო „ვაიუშველებელი ატეხეს“ და გავრცელებული ვიდეოთი იმის ხაზგასმა სურდა, რომ არა კომოს ტბაზე, არამედ სამსახურში იმყოფებოდა. თალაკვაძე შექმნილი უხერხულობის გამო წუხილს გამოთქვამს.

"პალიტრავიდეო" "ფეისბუქზე" დააკვირდა ტელემაყურებლის რეაქციებს, როდესაც მათ თალაკვაძის იტალიური ვოიაჟის შესახებ აღიარება მოისმინეს. გთავაზობთ სახალისო "ფეისბუქგამოხმაურებების" კრებულს.