loader

"კახა კალაძე არის ერთ-ერთი კორუმპირებული მერი, რომელიც ამ ქალაქს ჰყოლია" - ლევან გოგიჩაიშვილის სკანდალური განცხადება "პალიტრანიუსის" ეთერში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კახა კალაძე არის ერთ-ერთი კორუმპირებული მერი, რომელიც ამ ქალაქს ჰყოლია" - ლევან გოგიჩაიშვილის სკანდალური განცხადება "პალიტრანიუსის" ეთერში

ვფიქრობ, რომ კახა კალაძე არის ერთ-ერთი კორუმპირებული მერი, რომელიც ამ ქალაქს ჰყოლია, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა.

ლევან გოგიჩაიშვილი გამოეხმაურა კახა კალაძის განცხადებას, რომ ის და მისი პარტია შესაძლოა, ხვალ ოპოზიციაში აღმოჩნდნენ, თუმცა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯებს არასდროს გადადგამენ, რის კონტექსტშიც დედაქალაქის მერმა ოპოზიციური პარტიების აქციები და პარლამენტის პიკეტირების გეგმა უარყოფითად შეაფასა.