loader

4 დაჭრილი და 1 დაღუპული - პანკისის ხეობაში შელაპარაკება, სავარაუდოდ, ჰესის მშენებლობის გამო მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

4 დაჭრილი და 1 დაღუპული - პანკისის ხეობაში შელაპარაკება, სავარაუდოდ, ჰესის მშენებლობის გამო მოხდა

პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების დროს დაიღუპა ერთი ადამიანი და დაიჭრა 4. ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე ტყვიით დღეს მოკლეს.

დაჭრილები ამ წუთებში თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ადგილობრივების ინფორმაციით, მიზეზი ჰესის მშენებლობა გახდა.

თანასოფლელებს შორის დავა "ხადორი 3"-ის საკითხზე დაიწყო - უნდა აშენდეს თუ არა პანკისში ჰიდროელექტროსადგური.

ოჯახების ნაწილი გადაწყვეტილებას ეთანხმება, ნაწილი - არა. მოსახლეობის ინფორმაციით, კონფლიქტიც სწორედ განსხვავებული პოზიციების გამო მოხდა.



ასევე დაგაინტერესებთ: "ეს ამბავი დაიწყო ჰესის გამო, ადგილობრივი ჯგუფი გარიგებული იყო სუს-თან" - პანკისელი ლუიზა მუთოშვილი ხეობაში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალებზე

"ეს ადამიანი, რომელიც მოკლეს, ეწინააღმდეგებოდა ჰესის მშენებლობას" - პანკისში დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანია მოკლული, ოთხი კი - დაჭრილი