loader

აჭარაში გიდებისთვის საინტერესო ტრენინგები დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აჭარაში გიდებისთვის საინტერესო ტრენინგები დაიწყო

აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები გრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ბათუმის ისტორიულ-კულტურული წარსულის უკეთ გაცნობის მიზნით გიდებს საშემოდგომოდ ახალი სატრენინგო პროგრამა შესთავაზა. ტრენინგის პირველი დღე ბათუმის, როგორც კინოგადაღებებისთვის საინტერესო ქალაქის ისტორიას დაეთმო, შემდეგი ტრენინგის თემები კი ბათუმთან დაკავშირებული ცნობილი ადამიანები, ბათუმური შენობები, ეზოები, აივნები, კარები და მათი ისტორიები იქნება.

თეორიულ-პრაქტიკული სალექციო პროგრამა დეპარტამენტში გიდების გამოკითხვის შედეგად შემუშავდა და მასზე დასწრება, გარდა გიდებისა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 8 დეკემბრამდე შეუძლია. სატრენინგო პროგრამა, ისევე, როგორც დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული სხვა ტრენინგები,  უფასოა.