loader

"კმარა, გარეთ 21-ე საუკუნეა...ჩვენ არ ვართ მონები" - სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსს მართავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კმარა, გარეთ 21-ე საუკუნეა...ჩვენ არ ვართ მონები" - სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსს მართავენ

სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსს მართავენ. სტუდენტებმა უწყებასთან ფონეიდოსკოპები მიიტანეს. მათი თქმით, აღნიშნული ფორმით, ცდილობენ ჯანდაცვის სამინისტროს “დიაგნოზი დაუსვან”.

თავის მხრივ სამინისტროს შენობაში მყოფმა დევნილებმა, რომლებიც პროტესტის ნიშნად უწყების ფოიეში უკვე ორ თვეზე მეტია იმყოფებიან, აქტივისტ სტუდენტებს სოლიდარობის ნიშნად ტრანსპარანტი გადასცეს წარწერით :-“ჩვენ თქვენთან ვართ, ძალა ერთობაშია”.

თავად დევნილებს სამართალდამცველები შენობის გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ.

“ჩვენ გვინდა, რომ დიაგნოზი დავუსვათ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ გავიგოთ, რას აპირებენ, რას ფიქრობენ ჩვენთან მიმართებით. ასე მაინც გამოვიტანოთ დასკვნები, იმიტომ, რომ ისინი ჯანსაღ მოლაპარაკებებზე არ მიდიან. ჩვენი კიდევ ერთი მოთხოვნაა რეზიდენტურის გადასახადის გაუქმება, რადგან ეს არის სრულიად მიუღებელი. მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში რეზიდენტებს აქეთ უხდიან ფულს. ჩვენ კი ვიხდით საკმაოდ დიდ გადასახადს",- განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

შეგახსენებთ, რომ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროსგან რეზიდენტურის გადასახადის, ასევე რეზიდენტურის გამოცდაზე დაწესებული თანხისა და 520-ე დადგენილების გაუქმებას მოითხოვენ.