loader

"უკვე თოჯინად გამოიყურებით, სამარცხვინოები ხართ" - გაღიზიანებული თინა ბოკუჩავას მიმართვა ანრი ოხანაშვილს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უკვე თოჯინად გამოიყურებით, სამარცხვინოები ხართ" - გაღიზიანებული თინა ბოკუჩავას მიმართვა ანრი ოხანაშვილს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა იურიდიული კომიტეტის სხდომის დატოვებაზე უარს ამბობს.

მანდატურებს ბოკუჩავას დარბაზიდან გაყვანისკენ კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მოუწოდა, თუმცა ბოკუჩავა მათ არ ემორჩილება.

ოხანაშვილმა ბოკუჩავასთვის ჯერ მიკროფონის გამორთვის, შემდეგ კი მისი დარბაზიდან გაძევების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კომიტეტის თავმჯდომარის მოწოდებას არ დაემორჩილა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებაზე უარი არ თქვა. ბოკუჩავა ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით გამოთქვამდა კრიტიკულ მოსაზრებას.

"ამათი დღის წესრიგია, ამათ უნდათ სხდომის ჩაშლა", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.