loader

თბილისში ახალი სასტუმრო Heritage Hotel & Suites გაიხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში ახალი სასტუმრო Heritage Hotel & Suites გაიხსნა

თბილისში, პეტერბურგის ქუჩის 6 ნომერში ახალი სასტუმრო Heritage Hotel & Suites-ი გაიხსნა. ისტორიულ შენობაში განთავსებული ახალი სასტუმრო გთავაზობთ 23 უმაღლესი კატეგორიის სასტუმრო ოთახს აივნებითა და აივნების გარეშე, კომფორტულ ბიზნესლაუნჯს საქმიანი შეხვედრებისთვის, ორთქლის ოთახს და ფიტნესდარბაზს. აქ აგრეთვე დაგხვდებათ რესტორანი ღია სამზარეულოთი, სადაც უგემრიელეს ევროპულ კერძებს დააგემოვნებთ.

ისტორიული ნაგებობა 120 წლის წინ არის აშენებული და აღიარებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად. ამ უძველეს ადგილს კი განსაკუთრებულ ელეგანტურობას ანიჭებს თანამედროვე და მინიმალისტურ დიზაინთან შერწყმა.

უნიკალური სასტუმროს გახსნის საზეიმო ცერემონიაზე მოწვეულმა სტუმრებმა სპეციალურად მათთვის მომზადებული ფურშეტისა და ალა ბერიძის მიერ შესრულებული მუსიკის თანხლებით უამრავი პრიზი მიიღეს.

გათამაშდა რესტორან "უბნის", შოკოლატერია "არტიზანის", "არტ ტაიმის", "სტოლის გაგრა პლუსის", "ველედას" საჩუქრები.

ბუტიკ-სასტუმრო მაღალი კლასის ნომრებით და მომსახურებით გელოდებათ.