loader

რა მდგომარეობაში არიან სატვირთო მანქანისა და ყვითელი მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად დაშავებული მგზავრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მდგომარეობაში არიან სატვირთო მანქანისა და ყვითელი მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად დაშავებული მგზავრები

აეროპორტის გადასასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე, სატვირთო მანქანისა და ყვითელი მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად, ერთი მგზავრი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

12 დაშავებული მოქალაქე სხვადასხვა საავადმყოფოშია გადაყვანილი. უფრო კონკრეტულად, დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა: "ინგოროყვას კლინიკაში", "ნიუ ჰოსპიტალსში", "ამტელ ჰოსპიტალში", "რეფერალურ საავადმყოფოსა" და "ოპტიმალს მედიში".

ამასთან, "ინტერპრესნიუსს" "თბილისის მიკროავტობუსში" განუცხადეს, რომ დაშავებული მძღოლის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.