loader

რას ამბობენ ადგილობრივები ქობულეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობენ ადგილობრივები ქობულეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ერთი მცირეწლოვანი და ახალგაზრდა მამაკაცი ქობულეთის საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ერთ-ერთი ბავშვია დაღუპულთა შორისაც.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.