loader

"გადავწყვიტეთ, განვიხილოთ საკითხი მისი უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით" - ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სურს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გადავწყვიტეთ, განვიხილოთ საკითხი მისი უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით" - ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სურს

ცოტნე გამსახურდიას ოჯახს პაციენტის უცხოეთის კლინიკაში გადაყვანა სურს. ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.

"ჩვენ არ გვინდა, რომ არ ვიყოთ მომზადებულები რაიმე შესაძლო გართულებისთვის. ამიტომ გადავწყვიტეთ, განვიხილოთ საკითხი მისი უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით. ოპერაციები ჩატარდა არაჩვეულებრივად, ასევე კარგად უტარდება რეანიმაციული ღონისძიებები. ჯერ ეს გადაწყვეტილი არ არის. ეს არის ჩვენი სურვილი და გეგმა, რომელიც, ალბათ, უახლოეს ორ-სამ დღეში უკვე ცნობილი გახდება. ტრანსპორტირება შესაძლებელია, თუმცა ეს 2-3 დღე სჯობს, რომ არ მოხდეს", - განაცხადა ანა ჯაბაურმა.

რაც შეეხება მომხდარ თავდასხმაზე დაწყებულ გამოძიებას, ცოტნე გამსახურდიას მეუღლის თქმით, ჯერჯერობით გამოძიებას მასში ეჭვის შეტანის საფუძველი ოჯახისთვის არ მიუცია.