loader

კადრები სასამართლოდან, სადაც ვარკეთილის სასაფლაოზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე შსს-ს თანამშრომელი იკითხება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები სასამართლოდან, სადაც ვარკეთილის სასაფლაოზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე შსს-ს თანამშრომელი იკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული შსს-ს თანამშრომლის, ზურა ფოფხაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილი უძღვება.

როგორც სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობას დააყენებს. მისივე ინფორმაციით, ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსია.

შეგახსენებთ, თბილისში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე შსს-ს მოქმედი თანამშრომელია დაკავებული.