loader

პირველი ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ჩამოვარდა ირანში უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 180 მგზავრი იმყოფებოდა; ყველა გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ჩამოვარდა ირანში უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 180 მგზავრი იმყოფებოდა; ყველა გარდაიცვალა

ირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილმა ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც კიევში უნდა გამგზავრებულიყო, იმამ ხომეინის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.

ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ირანის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, აეროპორტთან ახლოს, სადაც თვითმფრინავს ცეცხლი უკიდია, სამაშველო ჯგუფებია გაგზავნილი.

ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა.