loader

კადრებში ისმის, როგორ დაუშინა ირანმა ერაყში განთავსებულ ამერიკულ ბაზებს ბალისტიკური რაკეტები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრებში ისმის, როგორ დაუშინა ირანმა ერაყში განთავსებულ ამერიკულ ბაზებს ბალისტიკური რაკეტები

ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებულნი, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. შეტევის სამიზნე ერაყში მდებარე ორი ბაზა - ალ-ასადი და ირბილი იყო.

ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნების ინფორმაციით, ირანმა საკუთარი ტერიტორიიდან ერაყში მდებარე სამხედრო ბაზების მიმართულებით ათამდე ბალისტიკური რაკეტა ისროლა.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, "ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა" დაადასტურა, რომ მათ რაკეტები ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით გაისროლეს.

პენტაგონს მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტში აშშ-ის მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა.