loader

ვლადიმერ ზელენსკის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც ირანში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვლადიმერ ზელენსკის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც ირანში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ირანში უკრაინული ბოინგის კატასტროფას ეხმაურება.

პრეზიდენტის Telegram-ის გვერდზე განცხადება გავრცელდა:

"საშინელი ამბავი ახლო აღმოსავლეთიდან - დღეს დილით, იმამ ჰომეინის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, ავიაკომპანია "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა.

ჩვენი საელჩო აზუსტებს ინფორმაციას ტრაგედიის მიზეზებისა და დაღუპულთა სიების შესახებ" - წერს სოციალურ ქსელში ზელენსკი.

პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა ღრმა მწუხარება ტრაგედიის გამო და დაღუპულთა ახლობლებს მიუსამძიმრა.