loader

მძიმე ფოტოკადრები, რომლებიც უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან რამდენიმე წუთშია გადაღებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე ფოტოკადრები, რომლებიც უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან რამდენიმე წუთშია გადაღებული

ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, სავარაუდოდ, ყველა მგზავრი დაღუპულია. ამის შესახებ ირანის სახელმწიფო მედია წითელი ჯვრის ორგანიზაციაზე დაყრდნობით აცხადებს.

როგორც ცნობილია, კატასტროფა უკრაინის ავიახაზების კუთვნილმა ბოინგ 737-მა განიცადა, რომლის ბორტზეც დაახლოებით 180 მგზავრი იმყოფებოდა. კატასტროფა ლაინერმა ადგილობრივი დროით დილის 6 სააათსა და 22 წუთზე, თეირანის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე განიცადა. თვითმფრინავი კიევში მიემგზავრებოდა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია კატასტროფა. "ბი-ბი-სის" ცნობით, უცნობია, ინციდენტი დაკავშირებულია თუ არა ირან-ამერიკის დაპირისპირებასთან.
ამჟამად კატასტროფის ადგილას სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.