loader

შემთხვევით გადარჩენილი მგზავრი და ბორტგამცილებლის უკანასკნელი პოსტი - სასწაული ისტორია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შემთხვევით გადარჩენილი მგზავრი და ბორტგამცილებლის უკანასკნელი პოსტი - სასწაული ისტორია


ანდრეი ბუზაროვი კიევში უნდა გაფრენილიყო იმავე რეისით, რომელიც 8 იანვარს, დილით ჩამოვარდა თეირანში.

საერთაშორისო მიმომხილველი ანდრეი ბუზაროვი თეირანი-კიევის იმავე რეისზე უნდა დამჯდარიყო, რომელიც თეირანის აეროპორტის მახლობლად ჩამოვარდა, მაგრამ იღბლიანმა შემთხვევამ მას სიცოცხლე შეუნარჩუნა.

ანალიტიკოსი ახლო აღმოსავლეთში კონფერენციაში მონაწილეობისთვის ჩაფრინდა, რის შემდეგაც იგი აპირებდა სამშობლოში დაბრუნებას. გასულ კვირას მან "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" ოფისს ბილეთის შესაძენად მიაკითხა და თავდაპირველად სურდა 8 იანვარს გაფრენა, რადგან ღონისძიების ორგანიზატორებმა მხოლოდ იქ ყოფნის პერიოდში დაუფინანსეს სასტუმროს ხარჯები, თუმცა ავიაკომპანიის თანამშრომლებმა შეძლეს კლიენტის გადარწმუნება.

მათ ურჩიეს ერთი დღის შემდეგ გაფრენა, რადგან ხუთშაბათს ბილეთები იაფია, რის შედეგადაც, მიმომხილველმა დამატებითი ერთი დღე სასტუმროში საკუთარი ჯიბიდან გადაიხადა. ამან გადაარჩინა მისი სიცოცხლე.

თუმცა ბუზაროვს კიდევ რამდენიმე დღე მოუწევს თეირანში ყოფნა, რადგან ავიაკატასტროფის შემდეგ დროებით შეწყდა ავიარეისები.

ინტერნეტში ვრცელდება ერთ-ერთი ბორტგამცილებლის, 28 წლის ვალერია ოვჩარუკის უკანასკნელი პოსტი სოციალურ ქსელში: "სამუშაო - მე შენ მიყვარხარ!"

პოსტებია ბანგკოკიდან, ტორონტოდან, დელიდან და ვილნიუსიდან... თითქოსდა ახალგაზრდა გოგონამ აისრულა უმეტესი თანატოლების აუხდენელი ოცნება - მოენახულებინა მსოფლიო... მაგრამ...

ეკიპაჟის წევრები მთლიანად უკრაინელები იყვნენ.


შეგახსენებთ, 8 იანვარს, დილით, თეირანში აფრენიდან 8 წუთში ჩამოვარდა უკრაინული ავიახაზების ლაინერი ბოინგ-737. დაიღუპა ყველა - 176 კაცი (167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი). დაღუპულთა შორის არიან უკრაინის, ირანის, კანადის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთისა და ავღანეთის მოქალაქეები.