loader

კადრები სასამართლოდან, სადაც "ბასიანთან" 3 პირის დაჭრაში ბრალდებული ბიძინა ჩაჩხიანის საქმე განიხილებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები სასამართლოდან, სადაც "ბასიანთან" 3 პირის დაჭრაში ბრალდებული ბიძინა ჩაჩხიანის საქმე განიხილებოდა

კლუბ "ბასიანთან" 3 პირის დაჭრის საქმეზე დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა.

მან გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი ბიძინა ჩაჩხიანის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.