loader

პუტინისა და ასადის ხუმრობა ტრამპის გამოსწორებაზე: კიდევ ერთი ხუმრობა აშშ-ის პრეზიდენტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პუტინისა და ასადის ხუმრობა ტრამპის გამოსწორებაზე: კიდევ ერთი ხუმრობა აშშ-ის პრეზიდენტზე

რამდენიმე დღის წინ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სირიაში ჩავიდა. ვლადიმერ პუტინსა და ბაშარ ალ-ასადს შორის შეხვედრა დამასკოში შედგა. ეკლესიაში ორი ქვეყნის პრეზიდენტები პავლე მოციქულზე საუბრობდნენ, რომელიც თავდაპირველად აქტიურად მონაწილეობდა ქრისტიანთა დევნაში. დამასკოს გზაზე მას გამოეცხადა ნათლით მოსილი უფალი იესო ქრისტე და ჰკითხა: "საულ, საულ, რაისა მდევნი მე?".

ამ სასწაულის შემდეგ სავლე დაბრმავდა. მოგვიანებით მოციქულმა ანანიამ უფლის ნებით მოძებნა სავლე, მონათლა და თვალები აუხილა. სავლეს პავლე ეწოდა. დამასკოს გზაზე მომხდარი სასწაულის შემდეგ პავლე მოციქულმა იწამა ქრისტე და ქრისტიანობის ძალზე აქტიური მქადაგებელი გახდა.

პავლე მოციქულმა ქრისტიანობა დამასკოს კარიბჭესთან მიიღო. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბაშარ ასადს დამასკოში დონალდ ტრამპის მიწვევა შესთავაზა.

ვლადიმერ პუტინის ვიზიტი სირიაში დაუგეგმავი იყო. რუსეთის პრეზიდენტის წინა ვიზიტი სირიაში 2017 წელს შედგა.



ასევე დაგაინტერესებთ: მაკრონი, ტრუდო და ბორის ჯონსონი იმ დროს გამოიჭირეს, როდესაც ტრამპზე ხუმრობდნენ

"ორპირია" - ტრამპის კომენტარი, როცა ჟურნალისტებმა იმ ვიდეოს შესახებ ჰკითხეს, სადაც ისმის, როგორ დასცინის კანადის პრემიერი