loader

გენპროკურორობიდან გადამდგარი ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გენპროკურორობიდან გადამდგარი ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინეს

ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურორობას კვლავ გეგმავს. მისი კანდიდატურა პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარადგინა.

ირაკლი შოთაძეს გენერალური პროკურორის პოსტი 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისამდე ეკავა. მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზი ხორავას ქუჩის საქმეს უკავშირდება.

დღესვე იურისტმა დავით კოდანაშვილმა საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით პირადად მიმართა.

დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 9 კანდიდატია წარმოდგენილი. წარდგენილი კანდიდატების ვინაობა საჯაროა და მონაცემები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე აიტვირთება. კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით გრძელდება.