loader

"სიმსივნე დაპატარავდა!" - უახლესი ინფორმაცია 19 წლის მარიამზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სიმსივნე დაპატარავდა!" - უახლესი ინფორმაცია 19 წლის მარიამზე

19 წლის მარიამ კალომლეწავის შესახებ, რომელსაც თავის ტვინზე მე-4 სტადიის სიმსივნე აქვს, უახლესი ინფორმაცია ვრცელდება.

მარიამის მამა ივანე კალომლეწავი ყველას მადლობას უხდის თანადგომისთვის.

„გამომდინარე იქიდან, რომ მარიამის მამას არ აქვს სოციალური ქსელი, გვთხოვა, კალოს ჯგუფში გაგვესაჯაროებინა მის მიერ გამოგზავნილი წერილი: „არ ვიცი, ყველას მადლობა როგორ გადაგიხადოთ, სიტყვებით ეს არ აიხსნება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და ღირებულია ის თანადგომა და ის სიყვარული, რაც ამ პერიოდში სრულიად უცხო ხალხმა გაიღეთ ჩემი მარიამის და ჩემი ოჯახის მიმართ, რომ არაფერი ვთქვათ ახლობლებზე, მეგობრებზე, ნათესავებსა თუ ნაცნობებზე....
ერთი რამ ცხადია, რომ ყველაფერი უფლის ნებით ხდება და მჯერა, რომ ეს გაღებული სიკეთე არც ერთ თქვენგანს არ დაგეკარგებათ უფლის წინაშე!
მე მჯერა უფლის ნების და აი, დღესაც მისი მოწყალებით გაგვითენდა სასიხარულო დილა, როდესაც მარიამის მკურნალმა ექიმმა გვამცნო MRI-ს პასუხი - სიმსივნე დაპატარავდა!“, - წერენ ჯგუფში "მარიამისთვის".