loader

კარანტინის ისტორია: როგორ გვასწავლა "შავმა ჭირმა" კორონავირუსთან ბრძოლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კარანტინის ისტორია: როგორ გვასწავლა "შავმა ჭირმა" კორონავირუსთან ბრძოლა

ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში მდებარე ქალაქები, კარანტინის გამოცხადების გამო იხურება. დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში ვუჰანიდან დაბრუნებული ადამიანები ორ კვირამდე კარანტინში ჰყავთ. ტერმინი - კარანტინი, იზოლაციის მეთოდის პირველი შემთხვევის გამოყენების შემდეგ დამკვიდრდა, როცა მე-14 საუკუნის ევროპაში ჭირი ბობოქრობდა.

ამ დროს ვენეციაში შემოიღეს წესი, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი შემოსული გემი ვალდებული იყო, გაჩერებულიყო 40 დღის მანძილზე, სანამ ეკიპაჟს და მგზავრებს ხმელეთზე ჩასვლის უფლებას არ მისცემდნენ. ამ პრაქტიკას იტალიური ორმოცისგან წარმოებული სიტყვა - "quarantino" დაერქვა.

უცნობია, რატომ შეირჩა კარანტინისთვის 40 დღე - მედიცინის ისტორიის პროფესორები ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება ახალ აღთქმაში იესოს მიერ უდაბნოში გატარებულ 40 დღესთან იყოს კავშირში. დროთა განმავლობაში, კარანტინის დრო შემცირდა. ჩვენს ეპოქაში კარანტინს, როგორც წესი, სახელმწიფოები ან ჯანდაცვის ორგანიზაციები აცხადებენ.