loader

ლალი ბადურაშვილის ერთ-ერთი უკანასკნელი ინტერვიუ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლალი ბადურაშვილის ერთ-ერთი უკანასკნელი ინტერვიუ

მსახიობი ლალი ბადურაშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის თაობაზე "ამბები.გე"-ს მისმა ნათესავმა, მსახიობმა იმედო კახიანმა დაუდასტურა. ლალი ბადურაშვილმა დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი, ფრანგული ენის სპეციალობით. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრაზე. 1970 წელს გადაიღეს ფილმში "დიდოსტატის მარჯვენა", რომელშიც შეასრულა შორენას როლი. ასევე, მონაწილეობდა რამდენიმე ფილმში. იყო "ქართული ფილმის" რედაქტორი. 2016 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

ლალი ბადურაშვილს სიმსივნის დიაგნოზი გასულ წელს დაუსვეს.

გთავაზობთ ლალი ბადურაშვილის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუს "პალიტრანიუსის" რუბრიკიდან "ბლიც-ინტერვიუ".