loader

რა პირობებში ამზადებდნენ ყველს, რომელიც ჩვენს სუფრაზე ხვდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა პირობებში ამზადებდნენ ყველს, რომელიც ჩვენს სუფრაზე ხვდება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ყველის არარეგისტრირებული მწარმოებლები გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ კონტროლს იმ ფიზიკური პირების იდენტიფიცირებისათვის, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი, მაგრამ ორგანიზებულად ეწევიან ყველის წარმოება-რეალიზაციას.

უწყების ცნობით, ქვემო ქართლის რეგიონში შემოწმების შედეგად გამოვლინდნენ არარეგისტრირებული სუბიექტები, რომლებიც სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და უვნებლობის სხვა მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდნენ ყველის წარმოება-რეალიზაციას.