loader

"ჩვენ შემოვიყვანეთ 220 რვამეტრიანი ავტობუსი" - თბილისს დღეიდან ახალი მწვანე ავტობუსები დაემატება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენ შემოვიყვანეთ 220 რვამეტრიანი ავტობუსი" - თბილისს დღეიდან ახალი მწვანე ავტობუსები დაემატება

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები წარუდგინა.

კახა კალაძის განცხადებით, ძველი მუნიციპალური ტრანსპორტი 40 ახალი ავტობუსით კიდევ 9 მარშრუტზე ჩანაცვლდება.

მერიის ინფორმაციით, 40 ავტობუსი უახლოეს დღეებში 9 მარშრუტზე გადანაწილდება. ესენია: N53 - ცაიშის ქუჩა (კუკია) - სადგურის მოედანი; N49 - სადგურის მოედანი - შალვა ნუცუბიძის III მ/რ (წრიული); N44 - ზემო ფონიჭალის დასახლება - ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (გაჩერება "კონკის" მხარეს); N47 - თავისუფალი უნივერსიტეტი (ნუცუბიძის I მ/რ) - სადგურის მოედანი (სასტუმრო "კოლხეთის" მიმდებარედ) N22 - სოფელი ნასაგური - მეტროსადგური "ისანი"; N41 - სოფელი წინუბანი - მეტროსადგური "ისანი"; N29 - სადგურის მოედანი (სასტუმრო "კოლხეთის" მიმდებარედ) - სოფელი თხინვალა; N89 - მეტროსადგური "დიდუბე" - ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა (მეტროსადგური "სახელმწიფო უნივერსიტეტის" მიმდებარედ); N18 - სოფელი პატარა ლილო - მეტროსადგური "ისანი".