loader

24 წლის მშობიარე ქალის ოჯახი ბავშვის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებს - "ახლა გამოჩნდება, დაგვიანებულია თუ არაო" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

24 წლის მშობიარე ქალის ოჯახი ბავშვის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებს - "ახლა გამოჩნდება, დაგვიანებულია თუ არაო"

24 წლის მშობიარე ქალის ოჯახი "ევექსის" ერთ-ერთი კლინიკის სამშობიაროს ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მშობიარე ქალის ახლობელმა ეთო ბუთიაშვილმა განუცხადა, მოსკოვის გამზირზე მდებარე კლინიკაში მისი ნათესავი ორსული გოგო გუშინ შეიყვანეს, რომელსაც მაღალი წნევაც ჰქონდა. მისი თქმით, ახალგაზრდა ქალი საკეისრო კვეთას საჭიროებდა, თუმცა ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ საკეისრო არ გაეკეთებინათ და ბუნებრივად მშობიარობას დალოდებოდნენ. ეთო ბუთიაშვილი ამბობს, რომ ბავშვი სწორედ ამ დროს, ანუ დაბადებამდე დაიღუპა.