loader

"უნდა ვთხოვოთ შენდობა პატრიარქს, უნდა ვთხოვოთ შენდობა ღმერთს და მაშინ ღმერთი ყველაფერს დაგვიბრუნებს" - მეუფე ნიკოლოზი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უნდა ვთხოვოთ შენდობა პატრიარქს, უნდა ვთხოვოთ შენდობა ღმერთს და მაშინ ღმერთი ყველაფერს დაგვიბრუნებს" - მეუფე ნიკოლოზი

აფხაზეთი დღეს ჩვენი ცოდვების გამო აღარ არის ჩვენი ტერიტორია, რა თქმა უნდა, დროებით, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ​სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა და შენდობისა და მიტევების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც მან აღნიშნა, დღეს წმინდა იოანე ოქროპირის წმინდა ნაწილთა აღმოყვანების ხსენების დღეა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, ჩვენ სინანული უნდა გამოვხატოთ პატრიარქის მიმართ და შენდობა უნდა ვთხოვოთ მას, ვინაიდან დღეს ისევე არის მის მიმართ ცილისწამება, როგორც იოანე ოქროპირის მიმართ იყო თავის დროზე.