loader

როგორ დავიბანოთ ხელები სწორად? - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვიდეოინსტრუქცია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ დავიბანოთ ხელები სწორად? - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვიდეოინსტრუქცია

საპნით ხელების დაბანით შესაძლებელია მსოფლიოში ბავშვთა სიკვდილიანობის გამომწვევი ორი ყველაზე გავრცელებული კლინიკური სინდრომის (დიარეა და რესპირატორული ინფექციები) ეფექტური პრევენცია.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელების დაბანის სათანადო წესების დაცვა სამედიცინო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის იმ ობიექტებში, სადაც ხორციელდება მომხმარებლების მომსახურება, ადამიანის კანის საფარველზე ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება. ასეთი ტიპის დაწესებულებებში ინფექციების გავრცელებაში ძირითადი "დამნაშავეა" პერსონალის დაბინძურებული ხელები.

ხელების დაბანისას რეკომენდებულია გამოვიყენოთ:

თხევადი საპონი
ერთჯერადი დოზატორები
ქაღალდის ერთჯერადი ხელსახოცები
გამდინარე თბილი წყალი.