loader

რა სქემით მოქმედებდნენ დედა და 6 პირი, რომლებმაც ახალშობილი გაყიდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა სქემით მოქმედებდნენ დედა და 6 პირი, რომლებმაც ახალშობილი გაყიდეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნით ვაჭრობა-ტრეფიკინგის ფაქტზე, შვიდი პირი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის 6 თებერვალს განხორციელებული ახალშობილის გაყიდვის შემდეგ დანაშაულებრივ სქემაში ჩართული შვიდივე პირი დააკავა, ხოლო ახალშობილი დროებით მეთვალყურეობაში გადასცა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს", - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე 2 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 14-დან 17 წლამდე ვადით.



ასევე დაგაინტერესებთ: გავრცელებულ ვიდეოში დედის მიერ გაყიდული ახალშობილი ჩანს - საქმეზე 7 პირია დაკავებული, მათ შორის, ორი ექიმი