loader

რა ანაზღაურებას იღებენ ქართველი "ფრილანსერები" - კომპანიებთან უშტატო თანამშრომლობის დადებითი და უარყოფითი მხარეები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ანაზღაურებას იღებენ ქართველი "ფრილანსერები" - კომპანიებთან უშტატო თანამშრომლობის დადებითი და უარყოფითი მხარეები

"ფრილანსერი" პირდაპირი მნიშვნელობით უშტატო თანამშრომელს ნიშნავს, თვითდასაქმებულს, რომელსაც შეიძლება დამსაქმებელთან გრძელვადიანი თანამშრომლობა არ აკავშირებდეს. არსებობს ბევრი საერთაშორისო ვებგვერდი, სადაც ადამიანები რამდენიმე კომპანიისგან შეკვეთების ასაღებად და დისტანციური სამუშაოს შესასრულებლად რეგისტრირდებიან.

ფრილანსერობა ფეხს საქართველოშიც იკიდებს, უფრო და უფრო მეტი ქართველი ცდილობს, დისტანციურად და ვალდებულებების გარეშე იმუშაოს. მათ შორის არიან ჩვენი რესპონდენტები, რომელთაც საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარეს. ფრილანსერები მუშაობის მსგავსი სპეციფიკის პლუსად მეტ თავისუფალ დროს და შედარებით მაღალ ანაზღაურებას გამოჰყოფენ, მინუსად კი სოციალიზაციის ნაკლებ შესაძლებლობას ასახელებენ.
თავად ფრილანსერები ფიქრობენ, რომ მომავალში მეტი და მეტი ადამიანი შეეცდება უარის თქმას შტატიან თანამშრომლობაზე. მართლაც, "ფორბსის" გასული წლის კვლევის თანახმად, აშშ-ში ბოლო 3 წლის განმავლობაში 57 მილიონ ადამიანზე მეტი ჩაერთო ფრილანსერობაში. თუ ტენდენცია გაგრძელდება, სავარაუდოა, რომ 2027 წლისთვის აშშ-ის მუშახელის ნახევარი ფრილანსერი იქნება.

ავტორი: ეკა აბაშიძე