loader

"გემი-მოჩვენება", რომელიც ბერმუდის კუნძულებიდან მოცურდა და მის ბორტზე არავინაა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გემი-მოჩვენება", რომელიც ბერმუდის კუნძულებიდან მოცურდა და მის ბორტზე არავინაა

"გემი-მოჩვენება", სახელად "ალტა", ირლანდიის ერთ-ერთი ქალაქის სანაპიროსთან ბერმუდის კუნძულებიდან მოცურდა. 

2018 წლის სექტემბერში გემი საბერძნეთიდან ჰაიტის კუნძულების მიმართულებით მოძრაობდა, თუმცა ატლანტის ოკეანეში ცურვის დროს ბორტზე მოულოდნელად ელექტროენერგია გაითიშა და 20 დღის განმავლობაში გემი ბერმუდის კუნძულების ტერიტორიაზე იყო.

როდესაც ეკიპაჟს საკვების მარაგი გაუთავდა, აშშ-ის სანაპირო დაცვამ მეზღვაურებს საკვები ვერტმფრენებით მიაწოდა. მოგვიანებით, ქარიშხლის გამო გემიდან მეზღვაურების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ გემმა მოგზაურობა დამოუკიდებლად განაგრძო.