loader

როგორ რეაგირებს ბიზნესი, როდესაც მომხმარებელი "სასოწარკვეთილი" და უკმაყოფილოა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ რეაგირებს ბიზნესი, როდესაც მომხმარებელი "სასოწარკვეთილი" და უკმაყოფილოა?

საქართველოს მომსახურების სფეროში ხშირად ხდება, რომ მყიდველთა უკმაყოფილებებს მცირე ყურადღებაც არ ექცევა. ეს ზოგჯერ წარმატებული ბიზნესისთვის ერთგული მომხმარებლების გულისწყრომის მიზეზი გამხდარა და კრახის მომტანიც აღმოჩენილა.

თუმცა დღეს მომხმარებელსა და ბიზნესს შორის არსებული ურთიერთობის ზოგადი სურათი მეტ-ნაკლებად იცვლება. კომპანიების ნაწილი მომხმარებლის კმაყოფილებაზე მეტად ზრუნავს. ამასთან დაკავშირებული ტენდენციები დიდწილად სოციალურ ქსელში, მაგალითად, "სასოწარკვეთილი მომხმარებლების" ჯგუფში ჩანს, სადაც მომსახურების სფეროში მომხდარ უსიამოვნო ფაქტებზე იწერება ისტორიები.

რეალურად, როგორ რეაგირებს ბიზნესი, როდესაც კლიენტები მის მიმართ არსებულ უკმაყოფილებებზე საჯაროდ წერენ? ამის შესახებ "პალიტრავიდეოს" "სასოწარკვეთილი მომხმარებლების" ჯგუფის ადმინისტრატორი ესაუბრა, რამდენიმე კომპანიამ კი მომხმარებელთან ურთიერთობის საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა.


ავტორი: ეკა აბაშიძე