loader

"მამამისი ტრიბუნაზე გულის შეტევით გარდაიცვალა" - დარბაზში გარდაცვლილი მამა და საქართველოს ჩემპიონობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მამამისი ტრიბუნაზე გულის შეტევით გარდაიცვალა" - დარბაზში გარდაცვლილი მამა და საქართველოს ჩემპიონობა

ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატზე ლუკა მარიამიძე საქართველოს ჩემპიონი გახდა:

"გუშინ, საქართველოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის რამდენიმე შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა - მამამისი ტრიბუნაზე გულის შეტევით გარდაიცვალა. ლუკამ ის შეხვედრაც მოიგო. მერე მამა სახლში გადაასვენეს, დღეს კი ლუკას აღარ უნდა ეჭიდავა, მაგრამ დილით დარბაზში მივიდა და გამოაცხადა, რომ აუცილებლად იჭიდავებდა, მამამისის სულის პატივსაცემად. საღამოს ხალიჩაზე გავიდა, სუფთად მოიგო და საქართველოს ჩემპიონი გახდა. მერე კი ვეღარ გაუძლო ემოციებს." - ნათქვამია საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გვერდზე.