loader

ხედვა, მიზანი, ოცნება - ისრაელში დაფუძნებული ახალი პარტია, რომელიც ქართველმა ებრაელებმა შექმნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხედვა, მიზანი, ოცნება - ისრაელში დაფუძნებული ახალი პარტია, რომელიც ქართველმა ებრაელებმა შექმნეს

ხედვა, მიზანი, ოცნება - ასე შეიძლება ითარგმნოს ისრაელში დაფუძნებული ახალი პარტიის "ა-ხაზონის" სახელწოდება. ეს პარტია ქართველმა ებრაელებმა შექმნეს. პარტიის 10 წევრიდან 5 ქართველი ებრაელია.

პარტიამ ძალები ისრაელის არჩევნებში უკვე მოსინჯა, თუმცა, კანონმდებლობით დადგენილი 3.25%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. საარჩევნო კამპანიისას მათ დეტალურად წარადგინეს საკუთარი ხედვები უსაფრთხოების, ეკონომიკის თუ ადამინის უფლებების შესახებ.

პარტიის ლიდერი თბილისში დაბადებული ციონ ალონია, მისი მშობლები კი დღემდე თბილისში ცხოვრობენ.

პარტიის ლიდერმა ციონ ალონიმ საკუთარი გუნდი საზოგადოებას საგანგებოდ წინასაარჩევნო პერიოდში შექმნილი მოკლე ვიდეომიმართვებითაც გააცნო. ერთ-ერთი მათგანია მარინა ხახვიაშვილი აფხაზეთიდან. ის პარტიის სიაში მესამე ნომერი იყო.