loader

"ფორცა იტალია" - როგორ ეხმაურება კახა კალაძე იტალიაში კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფორცა იტალია" - როგორ ეხმაურება კახა კალაძე იტალიაში კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებას

"ფორცა იტალია“, შენ ძლიერი ხარ იტალია, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც იტალიაში კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებას ეხმაურება.

როგორც კალაძე წერს, იტალია გადალახავს მასშტაბურ გამოწვევას.

"ფორცა იტალია“, შენ ძლიერი ხარ იტალია. შენ გაუმკლავდები და გადალახავ ამ მასშტაბურ გამოწვევებს, შენ გაქვს ჩვენი მხარდაჭერა“,- წერს კალაძე „ტვიტერზე“.

ამ თემას დედაქალაქის მერი "ინსტაგრამზეც" ეხმაურება.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების 827 შემთხვევა დასტურდება.