loader

"ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც შეცდომაში შევიყვანეთ, ძალიან ვწუხვარ" - რატომ მოიხადა ბოდიში ინგა გრიგოლიამ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც შეცდომაში შევიყვანეთ, ძალიან ვწუხვარ" - რატომ მოიხადა ბოდიში ინგა გრიგოლიამ?

"ტვ პირველის" გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, "ტვ პირველის" ოფიცალურ გვერდზე აიტვირთა ფოტო, რომელზეც არ იყო მითითბული თუ რომელ ქვეყანაშია გადაღებული, რამაც გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია. ჟურნალისტის თქმით ფოტო უკრაინაშია გადაღებული, ავტობუსების გაჩერებაზე.ინგა გრიგოლია ბოდიშს უხდის საზოგადოებას შექმნილი გაუგებრობისთვის.

"რა უბედურებაა ეს დირექტორობა , მაგრამ რას ვიზამთ) მეგობრებო, დღეს ჩვენი ტელეკომპანიის ფბ გვერდზე აიტვირთა ფოტო, რომელსაც არ ჰქონდა მითითებული, რომელი ქვეყანა იყო (საუბარია ავტობუსის გაჩერებაზე), ბევრმა ადამიანმა ჩათვალა, რომ ეს იყო საქართველო, არადა, როგორც ვიცი, ეს იყო უკრაინაში გადაღებული ფოტო, მნიშვნელობა არ აქვს,ვინ ატვირთა. მე , როგორც კომპანიის დირექტორი, პირადად ვუხდი ბოდიშს ყველა ადამიანს, ვინც შეცომაში შევიყვანეთ ამ ფოტოს გავრცელებით. ძალიან ვწუხვარ და ვიღებ პასუხისმგებლობას. რაც კორონავირუსის ამბავს ვაშუქებთ, მაქსიმალური სიფრთხილით ვეკიდებით ყველა ინფორმაციას,მაგრამ მაინც მოხდა გაუთვალისწინებელი შეცდომა. ძალიან დიდი ბოდიში!!!!!!!P.s-აი, ამ ფოტოზეა საუბარი" - წერს ინგა გრიგოლია.