loader

"მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მოსთხოვონ საკუთარ თანამშრომლებს სამუშაო ადგილებზე გარდაცვალება" - კურიოზული შეცდომა მთავრობის ბრიფინგიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მოსთხოვონ საკუთარ თანამშრომლებს სამუშაო ადგილებზე გარდაცვალება" - კურიოზული შეცდომა მთავრობის ბრიფინგიდან

მთავრობა საჯარო და კერძო სექტორს მიმართავს, მაქსიმალურად შეზღუდონ თანამშრომლების სამუშაო ადგილებზე გამოცხადება.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, დამსაქმებლებმა თანამშრომლები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიიყვანონ სამუშაო ადგილზე.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, აქ არ არის საუბარი საგანგებო მდგომარეობაზე. ეს არის შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც კიდევ ერთხელ პრევენციისთვისაა მიმართული.

გარდა ამისა, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საქართველო უკვე გადადის გავრცელების ფაზაზე, რის გამოც მოსალოდნელია კორონავირუსით დაინფიცირებულთა ოდენობის ზრდა.