loader

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბრიფინგი - არსებულ ვითარებასა და შესაძლო სცენარებზე ამირან გამყრელიძე საუბრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბრიფინგი - არსებულ ვითარებასა და შესაძლო სცენარებზე ამირან გამყრელიძე საუბრობს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს კორონავირუსის ინფექციაზე დაახლოებით 100-მდე ნიმუში გაიტესტება.

როგორც მან განაცხადა, 30 იანვრიდან დღემდე 1073 შესაძლო შემთხვევაზეა ტესტი ჩატარებული, მათგან 43 კი ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსული ინფექციაა.

მისივე თქმით, შემთხვევათა უმეტესობა არის იმპორტირებული.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საკარანტინე ზონებში არის 1575 ადამიანი მოთავსებული, თვითიზოლაციიდან გამოვიდა 191, თვითიზოლაციაში კი რჩება 1781 ადამიანი.