loader

რა განცხადებას აქვეყნებს ლისის ტბის ადმინისტრაცია მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობის გამო მისი ტერიტორია ხალხის თავშეყრის ადგილად იქცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა განცხადებას აქვეყნებს ლისის ტბის ადმინისტრაცია მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობის გამო მისი ტერიტორია ხალხის თავშეყრის ადგილად იქცა

ლისის ტბის ადმინისტრაცია მოქალაქეებს ურჩევს საგანგებო მდგომარეობის დროს ტბაზე სტუმრობისგან თავი შეიკავონ. შესაბამის განცხადებას ლისის ტბის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ლისის ტბის ადმინისტრაცია გთხოვთ, გამოიჩინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და თავი შეიკავოთ ლისის ტბაზე სტუმრობისგან, ქვეყანაში COVID-19 ვირუსის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. შესაძლოა, თქვენ ოჯახის მხოლოდ ორ-სამ წევრთან ერთად სტუმრობთ ტბას, მაგრამ, საბოლოო ჯამში, რეკრეაციულ ზონაში ხალხის საკმაოდ დიდი რაოდენობა იყრის თავს, ამით კი, საფრთხე ექმნება თქვენს და გარშემომყოფების ჯანმრთელობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე იხილეთ: "სიგიჟე" - რა ხდება "ლისის ტბაზე" - ფოტოკადრი თვითმხილველმა გადაიღო