loader

"ერთია, დავჯდე სახლში და ცნობილი ადამიანები რომ წერენ: "კატას ვეფერები...", ასეთი ვიდეოები ჩავწერო და მეორე..." - სააკაშვილი ყვავილებიანი პერანგით ზუგდიდის ინციდენტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთია, დავჯდე სახლში და ცნობილი ადამიანები რომ წერენ: "კატას ვეფერები...", ასეთი ვიდეოები ჩავწერო და მეორე..." - სააკაშვილი ყვავილებიანი პერანგით ზუგდიდის ინციდენტზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "მთავარ არხს" ჩაერთო და ზუგდიდიში გუშინ მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.

ფონდ "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დაარიგეს. სამედიცინო აღჭურვილობის მისაღებად ადგილზე ათობით ადამიანი შეიკრება. ინიციატივა ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნოდა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო, საპატრულო პოლიციამ "ახალი ლიდერების ინიციატივა", საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე, 15 000 ლარით დააჯარიმა, რის შემდეგაც ოქმი ორგანიზაციის დირექტორს, კრისტინა მარია კოდი პუშოუს ჩაბარდა.

ასევე იხილეთ: კადრები ზუგდიდიდან, სადაც ცენტრალურ ბულვარში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები პირბადეებს, სადეზინფექციო ხსნარებსა და ხელთათმანებს არიგებენ

შსს აქვეყნებს კადრებს, რომელშიც ჩანს, როგორ დააჯარიმა საპატრულო პოლიციამ "ახალი ლიდერების ინიციატივა" 15 000 ლარით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო